ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრიპოლის თბოელექტროსადგური 4-მა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა - რატომ ვერ გავანადგურეთ? იმიტომ, რომ ნული რაკეტა გვქონდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრიპოლის თბოელექტროსადგური 4-მა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა, კიდევ 7 რაკეტა კი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

მისი თქმით, უკრაინელებმა თბოელექტროსადგური ვერ დაიცვეს, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც ამ ობიექტს იცავდა, რაკეტები ამოეწურა.

"11 რაკეტა იყო. ჩვენ 7 რაკეტა გავანადგურეთ, ოთხმა რაკეტამ კი - ტრიპოლი. რატომ? იმიტომ, რომ გვქონდა ნული რაკეტა. დაგვიმთავრდა ყველა რაკეტა, რომელიც იცავდა ტრიპოლს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან გაიხსენა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა და მსოფლიო საზოგადოების რეაქცია.

„როდესაც მოკავშირეები ამბობენ, რომ ვერ მოგვცემენ ამა თუ იმ იარაღს, ან ვერ იქნებიან უკრაინაში ამა თუ იმ ძალით, რადგან მაშინ იქნება აღქმული, რომ უკრაინამ ნატო ომში ჩაითრია, მინდა დაგისვათ შეკითხვა: ისრაელი ნატოშია თუ არა, ისრაელი არ არის ნატოს- ქვეყანა, მაგრამ მოკავშირეებმა, მათ შორის ნატო-ს ქვეყნებმა, აჩვენეს, რომ ისრაელი არ იყო მარტო და ეს არის პასუხი ყველასათვის, ვინც აცხადებს ნებისმიერ კონტინენტზე, რომ უკრაინას დახმარება ძალიან ფრთხილად უნდა აღმოუჩინონ, რათა ნატო-ს ქვეყნები ომში არ ჩაითრიონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე