თემურ ჯანაშია მდინარაძეს - როგორც აღნიშნეთ, კანონის მეორედ შემოტანის მიზანი ხელისუფლების შეხვედრები იყო დონორ ორგანიზაციებთან - თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ვის ჰქონდა შეხვედრები და ვინ იყვნენ დონორი ორგანიზაციები?

როგორც აღნიშნეთ, კანონის მეორედ შემოტანის მიზანი ხელისუფლების შეხვედრები იყო დონორ ორგანიზაციებთან გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ეს გამჭვირვალობა, როგორც თქვენ ამბობთ, უფრო გაუარესდა. თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ვის ჰქონდა ეს შეხვედრები და ვინ იყვნენ ეს დონორი ორგანიზაციები? - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

“ბატონო მამუკა, ორი დღეა გისმენთ და მკაფიოდ, რაც შემიძლია გითხრათ ეს კანონი, არის ის კანონი, რომელიც ყოფს ჩვენს საზოგადოებას და ეს ძალიან ცუდია. კანონის ერთ-ერთი მიზანი არის გარკვეული ადამიანების სტიგმატიზაცია, რომლებიც „ენჯეო“ სექტორში მუშაობენ და გარკვეული ნაწილის დისკრედიტაციას ემსახურება ეს კანონი, შემდეგ არ ვიცი როგორ განვითარდება.

გუშინ თქვენგან კიდევ ერთი ასეთი ინფორმაცია გავიგე, რომ კანონის მეორედ შემოტანის მიზანი თითქოს იყო ის, რომ ხელისუფლების კონკრეტულ პირებს ჰქონდათ შეხვედრები დონორ ორგანიზაციებთან, ჰქონდათ საუბარი გამჭვირვალეობაზე, რის შემდეგაც, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გამჭვირვალეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ვის ჰქონდა ეს შეხვედრები და ვინ იყვნენ ეს დონორი ორგანიზაციები?

მე ვთვლი, რომ ესეც მათ მიმართ მადისკრედიტირებელი განცხადება იყო. გუშინ არ მომეცა ამ კითხვის დასმის საშუალება და მინდა, რომ მიპასუხოთ”,-განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ