არმაზ ახვლედიანი - მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: გონს მოეგეთ! ხელი აიღეთ რუსული კანონისგან! თავი დაანებეთ ამ ბინძურ თამაშს საქართველოს წინააღმდეგ, ამას არავინ გაპატიებთ - არც მტერი და არც მოკეთე!

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: გონს მოეგეთ! ხელი აიღეთ რუსული კანონისგან! თავი დაანებეთ ამ ბინძურ თამაშს საქართველოს წინააღმდეგ - ამას არავინ გაპატიებთ - არც მტერი და არც მოკეთე! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.

ახვლედიანმა ასევე საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს მიმართა, რომ ამ კანონით და კანონის გარეშიც მათი პოლიტიკური ბედი განწირულია და რაც შეუძლიათ გააკეთონ არის ის, რომ “გააჩერონ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი მატარებელი“.

“ამ კანონპროექტის მხარდაჭერით თქვენს ხელისუფლებიდან წასვლას აუცილებლად დააჩქარებთ. წასვლა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი - ნორმალური და არც ისე ნორმალური. როგორც ჩანს, თქვენ უარესი სცენარისთვის ემზადებით!

დაფიქრდით რას აკეთებთ! დაფიქრდით რას უნდა დაუჭიროთ მხარი! - ყველა ვაცნობიერებთ, რომ გამჭვირვალობა არის მხოლოდ ფასადი, მოჩვენებითობა!

არავითარი გამჭვირვალობა რეალური მიზანი არ არის. ამ კანონით ებრძვით მათ, ვინც მზად არის შეამოწმოს, გამოააშკარაოს, მზის სხივზე გამოიტანოს სწორედ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა, უმრავლესობა ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მადლობას ვეუბნებოდეთ, ჩვენ მათ მტრებად ვაცხადებთ - ეს მხოლოდ დასაწყისია! მტრებად გამოცხადდებიან ისინი, მათი თანამოაზრეებიც, მხარდამჭერებიც და ოჯახის წევრებიც.

ეს ჯოჯოხეთური გზა გაიარა რუსეთმაც და აქეთ უბიძგებთ თქვენ საქართველოს. არასდროს არაფრის ფასად ამას არ შევეგუებით!“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნება". ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა