შალვა პაპუაშვილი - პროტესტის უფლება ყველას აქვს, მხოლოდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი - წერტილი! არავის აქვს ლეგიტიმაცია კანონდარღვევის, ჭიშკრების მტვრევის, ეს არის ანტიქართული ქცევა და რაც არაქართულია, ის ანტიევროპულია

პროტესტისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მხოლოდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. წერტილი! არავის არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს კანონის დარღვევის, ჭიშკრების მტვრევის და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების, ეს არის ანტიქართული ქცევა და რაც არაქართულია, ის ანტიევროპულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს შეფასებით, პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა აქციაზე იყვნენ ჯგუფები, „რომელთაც ჰქონდათ ამოცანა, პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ“.

მისივე თქმით, „დღეს ხელს უგრეხენ საქართველოს პარლამენტს, ანუ ქართველ ხალხს“.

„გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიცია შესაბამისად იცავდა ამ აქციის უსაფრთხოებასაც. ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც ქართულ საპროტესტო მოძრაობებს ეკადრება ხოლმე. იყო ჯგუფები რომელთაც ჰქონდათ ამოცანა, პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ. ვნახეთ, რაც გააკეთეს საბოლოოდ - პიკეტირება. კვლავ მოწოდება. იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ, ვინც საბოლო ჯამში ლიდერობდნენ აქციას. რომ ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქციაა, იმ წამსვე გადადიან მოწოდებაზე, რომ იყოს ალყა, პიკეტირება და ძალადობისკენ წასვლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიუთითა, რომ მათი პასუხისმგებლობაა, რომ პარლამენტის საქმიანობას ხელი არ შეეშალოს, ამიტომ - აქცია აქციად, პარლამენტის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობად. ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა ასევე კითხვას პლენარულ სხდომაზე გუშინ, ოპოზიციონერი დეპუტატის დევი ჭანკოტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ კანონის მიღება „ცუდ მოვლენებს გამოიწვევს“.

პაპუაშვილის თქმით, „განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან, ასეთი სახის განცხადებები აბსოლუტურად დაუშვებელია“.

„რას ჰქვია, რაღაც რომ მოხდეს? საღამოს, რაც მოხდა, მენიშნა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს განცხადება წამოცდენა იყო.

„იყო წამოცდენა, რომ ერთადერთი, ვისგანაც ვისგანაც შეიძლება აგრესია მოდიოდეს, ეს არიან რადიკალური ჯგუფები. ვნახეთ, რომ ისინი გუშინ მომზადებულები იყვნენ მისულები, აირწინაღებით. მოწოდებებიც ვნახეთ. „ენჯეოები“, რომლებიც თანამონაწილეები არიან, ისტერიას თესავენ. რუსეთი რუსეთის ძახილით, საბოლოოდ გააფერმკთალეს საფრთხეები, რაც რუსეთიდან მომდინარეობს. ყველა მეორე წინადადებაში უკონტექსტოდ რუსეთის ძახილით საბოლოოდ, აზრს უკარგავენ თავის ნათქვამს. ვნახეთ გუშინაც და გუშინწინაც, რომ ძალადობა იწყებოდა ამ ჯგუფებისგან, პოლიცია მოქმედებდა პროფესიონალურად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, მეორე მხრივ საზოგადოებრივი წესრიგი, მაშინ როდესაც ეს წესრიგი ირევა, ამაზე შსს-ის შესაბამისი დანაყოფები რეაგირებენ იმ პროტოკოლით, რომელიც აქვთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ