თინა ბოკუჩავა - აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საწადელს! ივანიშვილი გაიწვევს "რუსულ კანონს" - მას ერთიანობის ეშინია

აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საწადელს! ივანიშვილი გაიწვევს "რუსულ კანონს" და გაიგებს თქვენ ხმას, რომელიც ამბობს: "კი, ევროპას, არა რუსულ კანონს!", - ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ევროპულ მომავალს ვერ წაგვართმევს და აღნიშნა, რომ "ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ერთიანობის ეშინია".

"ჩემო ძვირფასებო, ძალიან ამაყი ვარ, რომ მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ დღეს, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ აქ, რუსთაველზე და თქვენთან ერთად ვიცავ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ევროპულ მომავალს. მე ვხედავ, რომ თქვენ აქ ხართ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის! ეს ჩანდა გუშინ, ეს ჩანს დღეს, ეს გამოჩნდება ხვალ და ყოველ დღე, სანამ ივანიშვილი არ გაიწვევს "რუსულ კანონს"! ივანიშვილმა მერამდენედ მოატყუა ქართველი ხალხი, მერამდენედ მოგატყუათ თქვენ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი აქ იდგა შარშან, აქ ამბობდა: "არა რუსულ კანონს" და სწორედ თქვენი დამსახურებით გაიწვია ივანიშვილმა "რუსული კანონი". სწორედ თქვენი დამსახურებით მიიღო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლის წართმევასაც ახლა ცდილობს ივანიშვილის პარტია, მაგრამ ვერ წაგვართმევენ! ვერ წაგვართმევენ ევროპულ მომავალს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ აქ, იმიტომ, რომ ერთიანი ვართ და ამის ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილს! ივანიშვილს სწორედ ჩვენი ერთიანობის ეშინია!," - განაცხადა ბოკუჩავამ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს