„პალიტრა მედია“ 29 წლის გახდა

„პალიტრა მედია“ 29 წლის გახდა. 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი გამოვიდა. მალევე „კვირის პალიტრა“ მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად იქცა, რა პოზიციასაც დღემდე ინარჩუნებს. გაზეთის წარმატების ფუნდამენტი იყო პრინციპები, რომელსაც „პალიტრა“ ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს - ობიექტურობა, სანდოობა, აქტუალურობა და მრავალფეროვნება.

პირველ წარმატებას საქმიანობის გაფართოება მოჰყვა - „კვირის პალიტრის“ გარდა, წარმატებით დაიწყო სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, მოგვიანებით კი ონლაინ მედიის განვითარება. ამ დროისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, რომლებიც უპირობო ლიდერები არიან თავიანთ სეგმენტში. ასევე, ჰოლდინგი ფლობს რადიოს და ტელევიზიასაც.

„პალიტრამ“ ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის - საგამომცემლო სახლი „პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა. რაც მთავარია, გამსხვილებას და განვითარებას შეუქცევადი ხასიათი აქვს.

შესაბამისად, „პალიტრამედია“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - ამ დროისთვის ჰოლდინგში 3 000-მდე ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

ობიექტურობა და განვითარებისკენ სწრაფვა არის მთავარი ფუნდამენტი იმ 29-წლიანი წარმატების ისტორიისა, რომელსაც „პალიტრა“ ჰქვია.

პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში