„აფხაზეთის მეომართა კავშირი” განცხადებას ავრცელებს

„აფხაზეთის მეომართა კავშირი” დეპუტატ დევი ჭანკოტაძის განცხადებას პასუხობს. აღნიშნულ განცხადებას აფხაზეთის მეომართა კავშირი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის მეომართა კავშირი სრულად იზიარებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობასა და პრინციპს!“.

„ჩვენი ძალოვანი ვეტერანები, ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი იმიტომ, რომ მთლიანად რუსული კანონია“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. „ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი“.

გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძის ამ განცხადებას სრულად ემიჯნება აფხაზეთის მეომართა კავშირი - „მას არ აქვს უფლება ძალოვანი ვეტერანების სახელით გააკეთოს მსგავსი შინაარსის განცხადება”, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა