ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ინდოეთში არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც მე-18 მოწვევის პარლამენტის ქვედა პალატის - ლოკ საბჰას შემადგენლობას განსაზღვრავს.

ამომრჩევლები ქვედა პალატის 543 წევრს აირჩევენ, კიდევ ორს კი - პრეზიდენტი წარადგენს. მმართველობისთვის პარტიას, ან კოალიციას 272 მანდატი სჭირდება.

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემა დაახლოებით 970 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია, ექვსი კვირის განმავლობაში გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის "ინდოეთის სახალხო პარტია" ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარ ალიანსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში მოდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია