ვახტანგ გომელაური - სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს

2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2023 წელს კოორდინატორებმა 2307 პირს გაუწიეს მხარდაჭერა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წლიდან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური მოქმედებს. კოორდინატორის ფუნქციებია: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა. ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად მუშაობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით.

2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს კოორდინატორებმა მხარდაჭერა გაუწიეს 2307 პირს, რა დროსაც, განახორციელეს მოწმის, მსხვერპლისა და დაზარალებული პირების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და თითოეულ მათგანს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სხვა არსებული სერვისების შესახებ“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს.

„აღნიშნული ცვლილების მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, მათი საქმიანობის კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, საერთო მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით ფუნქციები ხარისხიანად და შედეგებზე ორიენტირებულად აღსრულდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში