გია ხუხაშვილი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე - ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად რუსეთის ოფშორად ყალიბდება - ეს კანონი თავისი შედეგებით ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც „აგენტების შესახებ“ კანონი

ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად რუსეთის ოფშორად ყალიბდება - ეს კანონი თავისი შედეგებით ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც „აგენტების შესახებ“ კანონი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც ე.წ. ოფშორებთან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ეხმაურება.

გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ არასწორია, როდესაც აღნიშნულ ინიციატივას მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური პრობლემების გადაწყვეტას უკავშირებენ.

„ფაქტობრივად, საქართველოსკენ მხოლოდ კრიმინალური ფული წამოვა და ასევე სპეცსამსახურების ფული, რომელიც პოლიტიკურ ბოროტებას ემსახურება სამყაროში. შეიძლება ბიძინა ივანიშვილის პირადი პრობლემების გადაწყვეტაც არის ამის ნაწილი, მაგრამ ის მხოლოდ ერთი პატარა ელემენტია ამ ყველაფრის, ჩვენ დიდი სურათი უნდა დავინახოთ, რა არის მოსალოდნელი, რა რისკებია. ჩვენ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს რუსეთში გავიღვიძოთ. ცივილიზებული ოფშორები საქართველოში არ წამოვა, მხოლოდ კორუფციული, კრიმინალური შავი სალარო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოსთვის „დასავლეთი დაიკეტება“.

„ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთ ჩამოვა ამის გარანტიას გაძლევთ. დასავლეთი დაიკეტება, როგორც კი ეს პროცესი ამოიქოქება, ჩათვალეთ, რომ მეორე დღეს უკვე გავიღვიძებთ რუსეთში. ქვეყნების დაპყრობა მარტო ტანკებით კი არ ხდება ან მარტო „აგენტების შესახებ კანონით“. აქ შემოვა ასჯერ მეტი ფული, ვიდრე ამ ქვეყნის მთელი კაპიტალია და იყიდის ამ ქვეყანას ეს ხალხი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა და ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს“, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესს აზიანებს.

„ბიძინაზე ხომ ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ სააკაშვილზეც ძალიან გაბრაზებული ვარ, დაინახა, რომ შანსი გაჩნდა, წყალგამყოფი გატარდა, მორალური და პოლიტიკური სიცხადე შემოვიდა პროცესში და ისევ მოინდომა, რომ მოაჯდეს პროცესს. იყავი რა მანდ და იმკურნალე, გაგვანებე თავი, შეგვეშვი. მხოლოდ ბიძინაზე მუშაობს მისი აბსოლუტურად არაადეკვატური, უაზრო განცხადებები.

ისევ უნდა, რომ მოვლენების ცენტრში დადგეს. გავანებოთ თავი, იყოს თავისთვის, იმკურნალოს, კარგად იყოს, 120 წელი იცოცხლოს, მაგრამ თავი გაგვანებოს. მხოლოდ აზიანებს და აფუჭებს პოლიტიკურ პროცესს. არაადეკვატური აღქმა აქვს. აღარაფრის ცენტრი აღარ ხარ მიშა, ვის დაკარგვიხარ საერთოდ? აღარავინ აღარა ხარ და დაწყნარდი. მემუარები დაწერე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა