მამუკა მდინარაძე - 29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია - იქნება 100 ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია

ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო- სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მან გამორიცხა დაპირისპირება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებსა და 29 აპრილის აქციის მონაწილეებს შორის, რადგან მდინარაძის მტკიცებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იმ დღეს რუსთაველზე ვერ იქნებიან.

„რატომ აანონსებს „ნაცმოძრაობა“ დაპირისპირებას? გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ, რომ იქნება 100 ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იმას პოლიცია და განარიდებენ იქიდან, რა პროვოკაცია უნდა იყოს?!

ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას.

რაც შეეხება მიზანს, რაღაცნაირად ისე წარმოაჩენენ ხოლმე ადამიანების გარკვეული ჯგუფები, რომ ისინი არიან საქართველო და ამას ეუბნებიან ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და მათ აქვთ მცდელობა, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაგალითად გამჭვირვალობას, უწოდონ რუსული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სხვა არგუმენტი არ არის. ასე იქცევიან მაშინ, როცა სხვა არგუმენტი არ არსებობს და მარტო იმიტომ ღირს გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან რომ ფინანსდება, პარალელურად სად ემთხვევა რუსული და დასავლური ფონდების თუ დონორების ინტერესები, ეს გავიგოთ.

ეს იქნება ძალიან დიდი აქცია და ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს. ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო, ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ, რამდენი ვართ და რა შეგვიძლია ჩვენო. ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში. კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ, თავისი სახელი ერქმევა, ეს არის „ქართლი ოცნების“ დაორგანიზებული აქცია და ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა იმ აქციაზე და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია. აქცია იქნება ეროვნული, ქართული და შემდეგ ევროპული პოლიტიკის მხარდამჭერი, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება და აქ არც ერთი ნაბიჯით ამ საკითხთან ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით უკან არ დაიხევს“,- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო