მიხეილ ყაველაშვილი - ადამიანები, რომლებიც აქციაზე მყოფი ახალგაზრდების უკან დგანან, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ეს არის პროექტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

ვხედავ და ვგრძნობ, რომ არის გულწრფელი განწყობები ახალგაზრდებში, მაგრამ არსებობს ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც არიან დატრენინგებული, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

ყაველაშვილის თქმით, ეს არის პროექტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც დღეს არ დაწყებულა ამ კანონთან მიმართებაში, არამედ წლებია გრძელდება და ადამიანები, რომლებიც აქციის მონაწილე ახალგაზრდების უკან დგანან, არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც მათი მმართველობის დროსაც ამ პროექტის შემსრულებლები იყვნენ.

ამასთან, ყაველაშვილის განცხადებით, ამავე პროექტის ნაწილი იყო “მოქალაქეების” დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მხრიდან, უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაც.

”სამწუხაროა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება დედაქალაქში აქციების სახით. ჩემი შვილების თაობაა და ნამდვილად არ მაქვს ყველაზე ერთი წარმოდგენა. ვხედავ და ვგრძნობ, რომ არის გულწრფელი განწყობები ახალგაზრდებში, მაგრამ არსებობს ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც არიან დატრენინგებული. ეს არის პროექტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს დღეს არ დაწყებულა ამ კანონთან მიმართებაში, არამედ წლებია გრძელდება. ადამიანები, რომლებიც ამ ახალგაზრდების უკან დგანან, არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც მათი მმართველობის დროსაც პროექტის შემსრულებლები იყვნენ. ეს პროექტი შედგენილია ჩვენს საზღვრებს გარეთ და ეს ადამიანები ასრულებენ მას. რიგი ახალგაზრდებისა ამას ემსახურება.

მივმართავ ახალგაზრდებს, რომ ისინი მოტყუებული არიან, ისინი ემსახურებიან გარე ძალებს დაკვეთებს, რაც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მოვუწოდებ, რომ გააანალიზონ, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, იფიქრონ არსებულ მდგომარეობაზე, გააანალიზონ და არა აღქმებით და ვინმეს დაკვეთებით იაზროვნონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება კრიტიკული აზროვნების ახალგაზრდები, რომ ნებისმიერ თემაში შევიდეთ მსჯელობაში და ავწონ-დავწონოთ რა არის მისაღები და რა არა.

ასევე, ხაზს გავუსვამ, რომ ამ დაკვეთის მონაწილე იყო ალეკო ელისაშვილი. მე მქონდა ინფორმაცია, რომ მამუკა მდინარაძეზე მზადდებოდა შეტევა. მე არ ვიცოდი ეს თუ ფიზიკურად იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ იმ ჯგუფში, სადაც გვქონდა ინფორმაცია, რომ რადგან კანონპროექტის, როგორც ლგბტ, ასევე გამჭვირვალობის შესახებ, დაინიცირება მამუკა მდინარაძის მხრიდან უნდა ყოფილიყო, ამ ჯგუფიდან, რომელიც აქციების ორგანიზატორია, გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მამუკა მდინარაძეზე უნდა ყოფილიყო შეტევა.

ელისაშვილმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ამ დაკვეთის მოლოდინში იყო, თითქმის პოლიტიკური ტერორისტული აქტი ჩაიდინა, სწორედ დაკვეთით შეასრულა ეს და სწორედ დაკვეთის ნაწილი იყო, რომ გავიდა ხალხში.

ჩვენ ფაქტები გვაქვს, როგორი წახალისება მოხდა ალეკო ელისაშვილის.

პარლამენტის შენობაში მსგავსი ძალადობა და ამის წახალისება ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რომ დაემცირებინათ მამუკა მდინარაძე. არცერთმა ორგანიზაციამ, საელჩომ, მედიასაშუალებამ არ დაგმო ეს საქციელი, იმიტომ, რომ წინასწარ იყო ეს განსაზღვრული”, - განაცხადა ყაველაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ