„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში KIABI-ს პირველი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია „ჯითექსმა“, გლობალური ბრენდის, KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.

ინფორმაციის მიხედვით, KIABI – ის პირველი ფილიალის გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % - იანი ფასდაკლება.

KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც 1978 წელს დაარსდა და ის 26 ქვეყანაში 606 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის მიზანი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვაა. საქართველოში მას „ჯითექს ჯგუფი“ წარმოადგენს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს არაერთ საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის : OVS, PENTI, MATALAN, TERRANOVA. კომპანია მომხმარებელს ავეჯის მიმართულებითაც სთავაზობს არჩევანს და ეს ბრენდებია: ENGLISH HOME, ENZA HOME.

„კომპანია ჯითექსი 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 6 საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზს ახორციელებს. ის საქართველოს მასშტაბით, (თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში) 31 ფილიალით არის წარმოდგენილი. დღეს კი კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის KIABI - ის პირველი მაღაზია გავხსენით. ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფინანსური ინტიტუტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკი წლებია ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში აქტიურად გვეხმარება. სამომავლოდ, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამასა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობას შესთავაზებს. გარდა ამისა, KIABI საქართველოს ბაზარზე უწყვეტ განვითარებას გეგმავს. მალე, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კომპანია „ჯითექსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვერი ტაბიძემ.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, ნიკოლოზ მითაიშვილის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში შემოაქვთ.

“საქართველოს ბანკისა და „ჯითექს ჯგუფის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის ჭრილში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - KIABI - ის ფილიალი გაიხსნა. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო სიახლის გაზიარებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე