მამუკა მდინარაძე - ანტირუსული ისტერიის ფონზე, საბოლოოდ, კეთდება რუსული საქმე, რომელსაც კიდევ კარგი, არ ვუშვებთ - ჩვენ რომ 2-3 წლის წინ მართლა ორ ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში რუსული ტანკები იქნებოდნენ

საბოლოოდ, რუსული საქმე კეთდება ანტირუსული ისტერიის ფონზე, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროპარლამენტარების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, რუსების ინტერესშია, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს, რასაც მდინარაძის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს.

„რუსების ნუ გჯერათ. ისინიც აკეთებენ იმას, რომ აქ სიტუაცია აირიოს. საბოლოოდ, რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე. აქ თუ მართლა რამე აირია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, რუსეთზე მეტად ამით არავინ ისარგებლებს. დარწმუნდით ამაში და მიხვდით“,-განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალს“, „ლელოს“, რომლებიც, მისი თქმით, სინამდვილეში, ერთ პარტიას წარმოადგენენ. როგორც მდინარაძემ განმარტა, არავის სჯერა, რომ ეს პარტიები „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯნულები არიან.

„ანტირუსული ისტერიის ფონზე, საბოლოოდ, კეთდება რუსული საქმე, რომელსაც კიდევ კარგი, არ ვუშვებთ, თორემ ჩვენ რომ თავის დროზე, 2-3 წლის წინ მართლა 2 ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში რუსული ტანკები იქნებოდნენ. მერე ვითომ წამებული ვიღაცები გაიქცეოდნენ სადღაც, ვერ გაასწრებდით ვერც წითელ ხიდზე და ვერც აეროპორტში და იქნებოდნენ შემდეგ ვითომ სამშობლოდან გაქცეული გმირები. ამ სისულელეებს გეგმავდნენ და ხომ ვიცით ეს ყველაფერი. დავანებოთ თავი ამ ისტერიულ კამპანიას. 29 აპრილის ისტერიულ შიშს. საჯარო მოხელეებს როგორ ესხმიან თავს, რას არ კადრულობენ, რომ ხალხის ხმას სიბინძურე დაუპირისპირონ“,-განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ