დეპუტატ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი  დაპირისპირება იყო

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ, "ხალხის ძალის" წევრ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილში დეპუტატი კაჭარავა შენიშნეს, რა დროსაც მას ჰკითხეს, რატომ დაუჭირა მხარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

საბოლოოდ დეპუტატი და აქციის ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

“ჩვენ მივესალმებით მუხლობრივ განხილვას. ჩვენ დღემდე ვერ ვნახეთ ვერცერთი არგუმენტი, რატომ არის კანონი რუსული.

თუ კონსტრუქციულ განხილვაში გადაინაცვლებთ, კარგი იქნება. ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ საუბარს. კი ბატონო, ჩვენც მზად ვართ, კონსტრუქციული საუბრისთვის. შეხვედრა იქნება”,- განაცხადა კაჭარავამ.

დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების განცხადებებზე და შესაძლო სანქციებზე.

კაჭარავას თქმით, “ერთეული ევროპარლამენტარების განცხადებას არ აქვს დიდი მნიშვნელობა”.

“ძალიან დიდი ხანია საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე და ისედაც დასანქცირებულია”, - განაცხადა კაჭარავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში