შალვა პაპუაშვილი - მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუროგაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული.

მისი განცხადებით, საკითხი შეეხებოდა, სახელმწიფოსგან რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას.

„ჩვენ, სინამდვილეში, რასაც ვაკვირდებით და ამ მხრივ მედიის დაფარვასაც ვაკვირდებით, არის რამდენიმე მედია ჯგუფი, რომელიც ზუსტად დაინტერესებულია ლგბტ პროპაგანდით. ამიტომ ჩასაფრებულია ამ დისკუსიებში და ცდილობს კონტექსტიდან ამოგლეჯილად სიტყვები ერთმანეთს მიაწებოს იმისთვის, რომ შეებრძოლოს ამ კანონპროექტს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია. ჩვეულებრივი ლგბტ პროპაგანდის მეთოდებია გამოყენებული.

სინამდვილეში, საკითხი იყო აბსოლუტურად სხვა, კითხვა შეეხებოდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას. დარბაზიდან იყო კითხვა ამასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ოჯახებში უზრუნველყოს, ერთი მხრივ, წაახალისოს მრავალშვილიანობა, მათ შორის, უშვილობის შემთხვევაში შესაბამისად დახმარება. ამ კონტექსტში იყო განხილული საკითხები. როგორც იცით დაინიცირებულია კანონპროექტი სუროგაციასთან დაკავშირებით და სუროგაციის კანონპროექტის ფარგლებში, ამ კონტექსტში იყო საუბარი, რომელიც აბსოლუტურად ამოგლეჯილია და რაც მთავარია, თემაც არ არის.

კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვა, წინადადება იყო სხვანაირად ფორმულირებული, კითხვა იყო სხვა, პასუხი იყო სხვა და შინაარსობრივად იყო დამახინჯებული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია