მამუკა მდინარაძე - საშუალება ჰქონდათ, მოეჭრათ ბოლო 20 წამში ნათქვამი და მოეტყუებინათ ქალები - რა თქმა უნდა, პრობლემა არ უნდა შეექმნას არც ერთ ქალს და არ უნდა ჩამოერთვას დედობის უფლება, თუნდაც ეს იყოს ხელოვნური განაყოფიერების გზით

საქართველოს პარლამენტში წინა წლის ბოლოს დაინიცირდა კანონი მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ. როგორც კი შიდა მსჯელობის დროს, ერთი ადამიანის მხრიდან კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალს, რომელიც არ არის ქორწინებაში, შეეძლოს თუ არა რომ ხელოვნური განაყოფიერებით შვილი ჰყავდეს, ჩემი უშუალო ინიციატივით, ამ საკითხის განხილვა საერთოდ გაჩერდა, იმდენად მხარს ვუჭერ ქალთა უფლებებს ამ მიმართულებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა მედიაში მის განცხადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, არც ერთ ქალს არ უნდა ჩამოერთვას დედობის უფლება და ამ საკითხთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა შეექმნას.

„იყო ვრცელი საუბარი და საშუალება ჰქონდათ, მოეჭრათ ბოლო 20 წამში ნათქვამი და მოეტყუებინათ ქალები, თითქოს პირიქით იყო, არადა, გუშინაც ზუსტად ამ კონტექსტში ვილაპარაკე, დავიწყე იმით, რომ ასეთი საკითხი დადგა საკამათოდ და აქ საკამათო არაფერია, პათოსი ეს იყო.

რა თქმა უნდა, პრობლემა არ უნდა შეექმნას არც ერთ ქალს და რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამოერთვას მომავალი დედობის უფლება, თუნდაც ეს იყოს ხელოვნური განაყოფიერების გზით. ეს საკამათოდ დადგა და ერთმა ადამიანმა მსგავსი საკითხი გაახმოვანა თუ არა, საერთოდ გავაჩერეთ კანონპროექტი, წარმოიდგინეთ და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ამის. პირიქით, ანუ იმდენად ვუჭერდი ქალთა უფლებებს და სამომავლო დედობის უფლებას მხარს აი ამ კონტექსტშიც კი, რომ მხოლოდ ამ საკითხის ამგვარად დასმის გამო საერთოდ გაჩერდა განხილვა.

ადამიანი, რომელიც ამგვარად უჭერს ამ საკითხს მხარს, ეს შეგიძლიათ პირიქით დაატრიალოთ, ამაზე დიდი მავნებლობა „პუბლიკა“ იქნება თუ ვინც იქნება, არ არსებობს ბუნებაში. მე რამდენიმე ჩემმა მეგობარმა, კოლეგამ ჩამიგდო გუშინ, რომ პირიქით კონტექსტში იყო და ეს არ უნდა იკადროთ ხალხო. ხომ შეიძლებოდა, რომ ვიღაცას მოესმინა - არადა მოისმინეს, თავიდან ბოლომდე რა კონტექსტში იყო ნათქვამი გუშინაც ხომ ჩანდა? არა, რადგან ბოლო 30-მა წამმა საშუალება მისცა, მოჭრეს ის და პირიქით დაატრიალეს ეს ყველაფერი. ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, განსაკუთრებით ამ სფეროში.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე