ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეები მოიცავდა ტერორისტების ინფრასტრუქტურას, სათვალთვალო პუნქტს და „ჰეზბოლას“ კუთვნილ შენობა-ნაგებობებს.

ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათმა არტილერიამ გუშინ, ლიბანის საზღვრის გასწვრივ საფრთხის აღმოსაფხვრელად რამდენჯერმე იმოქმედა.