გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს მოუნელებია კუბილიუსისნაირები და კიდევ სხვანაირები, რომლებიც პირდაპირ მტრობენ საქართველოს

გეოგრაფიულად ჩვენ იქ ვცხოვრობთ, სადაც ვცხოვრობთ! ჩვენ ვიქნებით და უკვე ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი! ხოლო თუკი ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს აიღებენ და ტერიტორიულად ევროკავშირში ჩადებენ, ძალიან ცდება - ევროპული ღირებულება გეოგრაფიული მდებარეობით არ განისაზღვრება! ევროპაში იყო ფაშიზმი და ის დაიგმო! ევროპაში იყვნენ დიქტატორები, მაგრამ ის დაიგმო, - ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, “მმართველი გუნდი მტკიცედ იდგება იქ, სადაც დგას, სადაც არის გამჭვირვალობა და სუვერენიტეტი“.

“მიდის პირდაპირი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ ჰქონია ადგილი და საქართველო ამ მდგომარეობიდან ამოდიოდა ხოლმე.

მივმართავ ყველას, როგორც უცხოეთში, ასევე ქვეყნის შიგნით - საქართველო იყო, არის და იქნება! საქართველოს მოუნელებია კუბილიუსისნაირები და კიდევ სხვანაირები, რომლებიც პირდაპირ მტრობენ საქართველოს.

მსოფლიო ცივილიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და ზოგიერთი დაბოღმილი ევროპარლამენტარი თურმე არ სცნობს.

ჩვენ პრაგმატულად მშვიდად მივყვებით პროცესს, რასაც ჰქვია მშვიდობის შენარჩუნება, ევროატლანტიკურ სივრცეში მონაწილეობა.

დარწმუნებული ვარ, 2030-ში საქართველოს ევროკავშირში წევრობასაც ვნახავთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე