ჰელსინკის კომისია - საშინელებაა იმის ყურება, როგორ თავხედურად ესხმის თავს ხალხის ნებას, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებს მთავრობა - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ

საშინელებაა იმის ყურება თუ როგორ თავხედურად ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებს საქართველოს მთავრობა, - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და უმცირესობის ლიდერის მოადგილე, სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია).

“საშინელებაა იმის ყურება თუ როგორ თავხედურად ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას, აშშ-სა და ევროკავშირთან თავის ურთიერთობებს საქართველოს მთავრობა. შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარი იყო, აწვდიდა უსაფრთხოების სფეროში რეალურ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას, და ფინანსური დახმარების მილიარდობით დოლარს. რუსეთს, პირიქით, მხოლოდ უბედურება, განადგურება და სამხედრო ოკუპაცია მოუტანია.

FARA-სთან ან უცხოური გავლენის მონიტორინგის ნებისმიერ სხვა დასავლურ მექანიზმებთან შედარებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომელიც კრემლის ძველ სასაუბრო პუნქტებს იმეორებს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება, და ამ პრინციპების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს