გიორგი ტყემალაძე - „ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ვიზალიბერალიზაციის გეგმა წარმატებით შესრულდა

თბილისის საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გახსნა და კოლეგებს რეგლამენტის დაცვისკენ და კორექტულობისკენ მოუწოდა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გასული დღეების განმავლობაში არაერთი შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, თითქოს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

„ეს არის აბსურდი და ტყუილი, რადგან სწორედ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში მოხდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულება და ქართველ ხალხთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასე რომ, ნუ ცდილობთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ იმ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებმაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებას ტექნიკური შეცდომა უწოდეს და აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა.

„თქვენ მხოლოდ ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევთ რეზოლუციაში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებას და ნუ გიკვირთ, როცა თქვენი აღმაშფოთებელი საქციელი კოლეგებში პროტესტს იწვევს’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დასასრულს, გიორგი ტყემალაძე 29 აპრილს დაგეგმილ აქციას შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ენა, მამული, სარწმუნოება, 29 აპრილს რუსთაველზე შეიკრიბება.

,,ეს ბრძოლა ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს და ჩვენ ვალდებულები ვართ და გავყვებით კიდეც ამ გზას’’,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი