ირაკლი ფავლენიშვილი - ქართველ ხალხს ვერავინ წაართმევს თავის ისტორიულ არჩევანს - ბრძოლა გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა

პირადი ძალაუფლების, კეთილდღეობის, ფულის და კრემლის ინსტრუქციების გამო საფრთხის ქვეშ დააყენეს თითოეული­ ქართული ოჯახის კეთილდღეობა, მაგრამ ქართველ ხალხს ვერავინ წაართმევს თავის ისტორიულ არჩევანს. ბრძოლა გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა დღევანდელ ევროპულ მარშზე განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქართველო ისტორიულად ძლიერი სწორედ მაშინ იყო, როდესაც დასავლეთის მოკავშირე იყო.

„ივანიშვილმა და მისმა „ბანდამ“ უარი უთხრეს არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ქართულ სახელმწიფოებრიობას, თითოეული ქართული ოჯახის უსაფრთხო და ეკონომიკურად, სოციალურად და მათ შორის, ჯანდაცვის კუთხით დაცულ და განვითარებულ მომავალს, რადგან ევროპა ყველასთვის უდრის ამას. ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დაცულობა არის ევროპაში, ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა, ყველაფერი მუშაობს უკეთესად, ამიტომ ცხოვრობენ ათი წლით უფრო მეტს ევროპაში, ვიდრე მაგალითად საქართველოში ამ ეტაპზე და ეს ყველაფერი დააყენეს პირადი ძალაუფლების, კეთილდღეობის, ფულის და კრემლის ინსტრუქციების გამო საფრთხის ქვეშ და თან ჰგონიათ, რომ პროპაგანდით შეუძლიათ თითქოს მოატყუონ ქართველი ხალხი. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ საუბრობენ ყველაზე პოლიტიკური და ისტორიული კულტურის მქონე ერზე, ქართველი ხალხის ასე მოტყუება ვერავის ვერ გამოუვა. პოლიტიკურად თუ ვინმე არის არიფი ამის შემდეგ, არის არა ქართველი ხალხი, არამედ თვითონ ივანიშვილი და მისი ბანდა. ქართველ ხალხს ვერ წაართმევენ ევროპულ მომავალს, ამიტომაც ეს ადამიანები არიან დროებითი მოვლენები, ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის იყო მარადიული და ახლა გვაქვს ისტორიული შანსი ამ უსაფრთხოების და კეთილდღეობის დიდ სივრცეში შევაბიჯოთ, რომელიც ორგანულად არის ქართული. ჩვენი ისტორიული არჩევანი ყოველთვის იყო ევროპა. საქართველო ისტორიულად ძლიერი იყო მაშინ, როდესაც იყო დასავლეთის მოკავშირე და როდესაც ევროპისგან მოწყვეტილები ვიყავით, მაშინ ვიყავით უკუნეთში, ამიტომ არა უკუნეთს, არა რუსეთს, არა ივანიშვილს და მის ბანდას. ბრძოლა გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოს არის“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ