ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს მიკროფონი გაუთიშა, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან პროტესტის შემდეგ კი, კომიტეტის თავმჯდომარემ მას დარბაზი დაატოვებინა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

„დატოვეთ დარბაზი. მანდატურს ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, დატოვეთ დარბაზი!“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა.

იქამდე სალომე სამადაშვილმა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს კითხვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

„პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დაკარგონ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან“, - განაცხადა სამადაშვილმა, რა დროსაც მას სიტყვა გააწყვეტინა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ დეპუტატს სიტყვის უფლება ჩამოართვა, რადგან, ოხანაშვილის განმარტებით, ის სვამდა საკითხს, რომელიც არ შეეხებოდა პირველ მუხლს.

„რა ამბავში ხართ? ანრი გეშინია ? ეს არ გინდა, რომ ხალხმა გაიგოს?! გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას!“- მიმართა მას სალომე სამადაშვილმა, რასაც მისი გაძევება მოჰყვა.

ამ დროისთვის გაძევებულია ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი: გიორგი ვაშაძე, თამარ კორძაია, ლევან ბეჟუაშვილი და სალომე სამადაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება