დავით უსუფაშვილი ოხანაშვილს - არსებობს ერთი ქვეყანა მაინც, გარდა რუსეთისა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის შემდეგ საქართველოსთან უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობას აპირებს?

არსებობს ქვეყანა, გარდა რუსეთისა, რომელიც ამ კანონპროექტის შემდეგ საქართველოსთან უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობას აპირებს? - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც საქართველოს მეგობრები და პარტნიორები არიან, ყველამ მკაფიო აზრი დააფიქსირა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოსა და მათ შორის ურთიერთობებს გააუარესებს.

„ვინაიდან კანონი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი ამ ურთიერთობებს კი არ გააუმჯობესებს, გააუარესებს. იმ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც საქართველოს მეგობარი და პარტნიორია მთელი ამ წლების განმავლობაში, ვინც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით გვედგა, ვის ჯარისკაცებთან ერთადაც ჩვენი ჯარისკაცები დიდხანს იბრძოდნენ, არის ერთი მაინც, რომელმაც მკაფიოდ არ თქვა, რომ ამ კანონის მიღება მდგომარეობას გააუარესებს? ამბობენ, რომ შეერთებული შტატები პოლიტიკას გადახედავს, ევროკავშირისკენ სვლა შეჩერდება, ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედავენ. არსებობს ქვეყანა, გარდა რუსეთისა, რომელიც ამ კანონპროექტის შემდეგ საქართველოსთან უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობას აპირებს?“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე