სალომე სამადაშვილი - ივანიშვილმა უარი თქვა ქართულ პასპორტზე, როცა ფრანგული პასპორტი აიღო და მას მოქალაქეობა სააკაშვილმა დაუბრუნა, რათა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა - შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, რომ „ეფესბეს” პროექტს გზა გაუხსენი

შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა მცდარი გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო სააკაშვილმა თავად დათმო მოქალაქეობა“.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა უარი ქართულ პასპორტზე, როდესაც ფრანგული პასპორტი აიღო, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა კი დაუბრუნა.

„ბატონო ანრი, პასპორტზე ბევრს ლაპარაკობდით. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ქართულ პასპორტზე, როდესაც აიღო ფრანგული პასპორტი და მას დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილმა პასპორტი, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, შენ მოგმართავ, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა ამ მცდარი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე