ნიკა გვარამია - აქციების გეგმა ყოველდღე იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდეს

პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიმდინარე აქციების გეგმა ყოველდღე იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდეს.

როგორც ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ის ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ თავს გაუფრთხილდნენ, თუმცა, პირველ რიგში, სამშობლო დაიცვან.

„ეს ხალხი არსად წავა. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და აქედან წასასვლელი არ გვაქვს. ვის აქვს წასასვლელი ვიცით და ისინი წავლენ კიდეც - რუსეთში. ჩვენთვის ასე არ არის, ჩვენი სამშობლოა, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ, აქ ვცხოვრობთ, შვილების გაზრდაც აქ გვინდა და სიკვდილიც. ჩვენ წასვლას არსად ვაპირებთ.

გეგმა ყოველდღე იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს. ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ თავს გაუფრთხილდნენ, მაგრამ პირველ რიგში, სამშობლო დაიცვან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება