პეტრე ცისკარიშვილი - ლევან ხაბეიშვილს დამტვრეული აქვს სახის ძვლები და აქვს ტვინის შერყევა - სისხლში და მხუთავ გაზში უნდათ, რომ მოგუდონ ნებისმიერი მოძრაობა ამ ქვეყანაში, ეს არის მათი სახე

ეს იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი სპეცოპერაცია ლევანის წინააღმდეგ, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი.

მისი ცნობით, ლევან ხაბეიშვილს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და აქვს ტვინის შერყევა.

„ის გაიტაცეს აქციის პერიმეტრიდან სპეციალურად იმისთვის, რომ ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ, სცემეს და შემდეგ ვიღაც პოლიციელებს გამოატანეს ინგოროყვას კლინიკაში. საკმაოდ მძიმედ არის, თუმცა ლევანი ძალიან ვაჟკაცი ბიჭია და არ უნდა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთელი სახის ძვლები აქვს დამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა და სხვა ასეთი სიმპტომები. ეს არის ამ რეჟიმის ბოლო ჟამი, მათი პოლიტიკური სახე. ასე უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს იმიტომ, რომ სხვა არგუმენტი უბრალოდ არა აქვთ, პოლიტიკური არგუმენტები გამოელიათ“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ საერთო სახალხო შეკრებაზე დააანონსა, რომ ამყარებს ტირანიას და დიქტატურას.

„სისხლში და მხუთავ გაზში უნდათ, რომ მოგუდონ ნებისმიერი მოძრაობა ამ ქვეყანაში. ეს არის მათი მიდგომა, სახე და რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე