ამსტერდამში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker “ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე დაესწრნენ.

„ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა. ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაატარონ ღვინის დეგუსტაცია, მასტერ-კლასები და პრეზენტაციები, რაც მოწვეულ სტუმრებს ინფორმირებულს ხდის ქართული ღვინის, მისი ისტორიის, კულტურისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის დეგუსტაციას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 18 კომპანიის 150 დასახელების ღვინო, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში 150-ამდე ადამიანი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა