არმაზ ახვლედიანი - მოგიწოდებთ, პარლამენტის თავმჯდომარევ, გავიაზროთ ის, რომ სიტუაცია არაორდინალურია, საქმე საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას ეხება - გთხოვთ, შევწყვიტოთ განხილვა და გავიწვიოთ, კანონი!

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა შეწყვიტოს და კანონპროექტი უკან გაიწვიონ.

მისივე თქმით, სიტუაცია არის არაორდინალური, რადგან საქართველოს კონსტიტუცია უხეშად ირღვევა.

„ბატონო თავმჯდომარევ, კოლეგებო გთხოვთ ყურადღებას. ჩვენ ახალ განვიხილავთ კანონის პროექტს, კონკრეტულ მუხლებს და ამასობაში, დღისით, მზისით, ვარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას. მოგიწოდებთ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, გთხოვთ გავიაზროთ ის, რომ სიტუაცია არის არაორდინალური. ეს საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას ეხება. გთხოვთ, შევწყვიტოთ განხილვა და გავიწვიოთ, ეს კანონი. გთხოვთ, სანამ დროა და ამის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

აღნიშნულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახვლედიანს ასე უპასუხა: პარლამენტი „ყველა საკითხს განიხილავს, რაიმე ექსკლუზივი თქვენ კონსტიტუციურობაზე ან არაკონსტიტუციურობაზე არ გაქვთ, გთხოვთ, ზოგადად, ეს პათეტიკა მოიცილოთ“.

„კარგი ახლა, კითხვა არ გაქვთ. გასაგებია ! რაც შეეხება კონსტიტუციას, კონსტიტუცია არ არის თქვენი ნება-სურვილის საკითხი, რომ რაღაცაზე არაკონსტიტუციურია იტყვით და რაღაცაზე იტყვით, რომ კონსტიტუციურია. ასე არ არის, თქვენ რამე მოგწონთ ან არ მოგწონთ. ამიტომ პარლამენტი იმისთვისაც არის, რომ განვიხილავთ [საკითხებს]. პარლამენტი, რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან ყველა საკითხს განიხილავს, რაიმე ექსკლუზივი თქვენ კონსტიტუციურობაზე ან არაკონსტიტუციურობაზე არ გაქვთ. გთხოვთ, ეს პათეტიკა ზოგადად მოიცილოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე