ნინო დოლიძე ევროკავშირის ხელმძღვანელ პირთან შეხვედრაზე - ძირითადად ვისაუბრეთ არა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, სადაც წარმატებები, ფაქტობრივად, არ გვაქვს, არამედ გასული ღამის განმავლობაში განვითარებულ პროცესზე

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

როგორც დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის ძირითადი საკითხი იყო ის, თუ რამდენად შეძლებს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით სიარულს, მაშინ როცა ინიცირებულია „რუსული კანონი“.

„რა თქმა უნდა, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მთავარი თემა იყო, დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე, რამდენად შეძლებს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით სიარულს, მაშინ როცა ინიცირებულია „რუსული კანონი“ და მაშინ როდესაც ეს კანონი არის წინააღმდეგობაში ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ამიტომ ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ არა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, სადაც წარმატებები, ფაქტობრივად, არ გვაქვს, არამედ „რუსულ კანონზე“ და მიმდინარე პროცესებზე. მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესი იყო, გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე, დაკავებულ ადამიანებზე - მათ რა ბედი ელით და როგორ წარიმართება პროცესები, ასევე, ჩვენ როგორ დახმარებას ვუწევთ. რა თქმა უნდა, მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხის გვერდით დგას. ისინი ბოლომდე ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სადარაჯოზე იქნებიან“, - განაცხადა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ