დავით ბაქრაძე - გამოსავალი მხოლოდ ერთია - კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა და ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის განახლება

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და პოლიტიკური ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია - დღეს “ქართული ოცნება” უპირისპირდება ქართველ ხალხს, რომელსაც აღარ უნდა რუსეთი, მონობა, კორუმპირებული ოლიგარქია, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ბაქრაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც 30 აპრილს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

დავით ბაქრაძე გამოსავალს, მათ შორს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისა და მთავრობის გადადგომაში ხედავს.

„საქართველო და ქართველი ხალხი ბევრჯერ მდგარა გზაგასაყარზე, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არასდროს ასე თვალსაჩინო არ ყოფილა არჩევანი სიბნელეს და სინათლეს, მონობას და თავისუფლებას, ჭაობში დარჩენას და წინსვლას შორის.

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და პოლიტიკური ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია - დღეს “ქართული ოცნება” უპირისპირდება ქართველ ხალხს, რომელსაც აღარ უნდა რუსეთი, მონობა, კორუმპირებული ოლიგარქია. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ საკუთარი ევროპელობით და ბრძოლისუნარიანობით ის ბევრად წინ უსწრებს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას და მზად არის, თავად დაიცვას საკუთარი ევროპული მომავალი.

დღეს ხელისუფლების ერთადერთ დასაყრდენად დარჩა ძალა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ვხედავთ ქალებზე, ახალგაზრდებზე, პარლამენტის წევრებზე ძალადობის უმძიმეს და ამაზრზენ კადრებს. ძალადობის ეს სპირალი ბოლომდე ჩაითრევს და გაანადგურებს თავად ხელისუფლებას, მაგრამ ეს ძალადობა უმძიმესი შედეგებით ემუქრება სამოქალაქო დაპირისპირების და გახლეჩის ზღვარზე მდგომ ქართულ სახელმწიფოსაც.

მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, ადეკვატურად გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე - ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა განწირულია დამარცხებისთვის. დამარცხების და მორალური განადგურებისთვის განწირულია თითოეული ის თანამდებობის პირი და პარლამენტის წევრიც, ვინც ამართლებს რუსულ კანონს და ძალადობას. ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ ერთია - კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა, პარლამენტის მიერ ქვეყნის ევროპული გზის შეუქცევადობის დამადასტურებელი რეზოლუციის მიღება, ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის განახლება და ამ გზით, ოქტომბერში დაგეგმილ გადამწყვეტ არჩევნებამდე ქვეყნის მშვიდობიანად მიყვანა. დანარჩენს უკვე ქართველი ხალხი განსაზღვრავს და მჯერა, რომ საზოგადოება არჩევნებზე საბოლოო უარს ეტყვის რუსულ მთავრობას.

პროცესების ნებისმიერი სხვა გზით გაგრძელება ამ ქვეყანას მიიყვანს სრულმასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და პარტია “ქართულ ოცნებას”, - წერს დავით ბაქრაძე „ფეისბუქზე“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ