არმაზ ახვლედიანი - კატეგორიულად მოვითხოვ, შს მინისტრმა აქციამდე გააკეთოს განცხადება და დადოს პირობა, რომ ძალადობა აღარ იქნება - წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნები პირველი, ვინც მის გადადგომას მოითხოვს

კატეგორიულად მოვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს აქციამდე გააკეთოს განცხადება და დადოს პირობა, რომ ძალადობა აღარ იქნება - წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნები პირველი, სხვებთან ერთად, ვინც მის გადადგომას მოითხოვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უმთავრესი საჭიროება სწორ, ევროპულ, დემოკრატიულ გზაზე დგომაა, რასაც ხელს „ბოროტების ბუდე - კრემლი“ და მისი მესვეური პუტინი აცდენს.

„მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს უმთავრესი საჭიროება სწორ ევროპულ დემოკრატიულ გზაზე დგომაა. ამ გზას მას ერთადერთი ბოროტების ბუდე კრემლი და მისი მესვეური პუტინი აცდენს. რა ცუდია, თუ ჩვენი ქვეყნის განვითარების რომელიმე ეტაპზე ნებითა თუ უნებლიედ ამ ინტერესს ვინმე გაატარებს.

კატეგორიულად მოვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს აქციამდე გააკეთოს განცხადება და დადოს პირობა, რომ ძალადობა აღარ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნები პირველი, სხვებთან ერთად, ვინც მის გადადგომას მოითხოვს. კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პრემიერ-მინისტრმა თქვას, რომ ის ძალადობას ემიჯნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, სხვებთან ერთად, სრული უფლება მექნება, რომ მისი გადადგომა მოვითხოვო. არჩევანი მათ ხელშია და მათ უნდა გადაწყვიტონ, რა გზით ივლიან“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ