საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ევროპის იმუნიზაციის კვირეულს უერთდება

21-27 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იმუნიზაციის კვირეულში ჩაერთო.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, კვირეულის მიზანი ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა დაავადებათა გავრცელების პრევენციაზე, რასაც რუტინული იმუნიზაცია განაპირობებს.

„ევროპის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ქვეყნის მასშტაბით, 15 ფილიალში ორგანიზაციის მოხალისეებისთვის საინფორმაციო სესიები გამართა; მოხალისეებს იმუნიზაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მასალა მიაწოდა, რაც მათ შემდგომში ადგილობრივ თემებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და ვაქცინაციაზე დამკვიდრებულ მცდარ წარმოდგენებთან გამკლავებაში დაეხმარებათ.

საინფორმაციო სესიების გარდა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ რეგიონებსა და დედაქალაქში იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო მასალები გაავრცელა. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ბროშურების საზოგადოებაში დარიგება მოსახლეობისთვის ვაქცინაციის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კვირეულის ფარგლებში, საქართველოს წითელმა ჯვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ემსახურებოდა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით თანამშრომლობის განხილვას. შეხვედრის ფარგლებში, შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ.

„მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ 2024 წლის იმუნიზაციის ევროპულ კვირეულში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაცია, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფუნდამენტია.

პარტნიორებთან თანამშრომლობითა და საზოგადოების ჩართულობით, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ ვაქცინა, როგორც დაავადებათა პრევენციისა და სიცოცხლის გადარჩენის მთავარი საშუალება, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ქვეყანაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინიციატივა პროექტის - „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში’’ - ფარგლებში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 501 105

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე