ირაკლი კობახიძე - შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო - ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის

შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო - ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასავლელი პარტნიორების მხრიდან სავარაუდო სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება, ქართველი ხალხიც გამოცდილია, რომელსაც აქვს თავისი ღირსება, ამიტომ შანტაჟის ენით საუბარი არ ღირს.

„შანტაჟის ენით საუბარი, რევოლუციის მცდელობებთან ერთად ადრეც იყო. 2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით, ასევე 2021-22-23-ში. ქართველი ხალხის და ამ ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც გამოცდილია, რომელსაც აქვს თავისი ღირსება, ამიტომ ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ღირს.

რაც შეეხება თვითონ კანონის ამოქმედებას, იცით, რომ კანონის მიღებას სჭირდება დრო. აქედან კიდევ 2 კვირა, მერე კიდევ 4 კვირა და მერე კიდევ ხელის მოწერას სჭირდება დრო. ამის შემდეგ კიდევ სამი თვე სჭირდება, ვიდრე დეკლარაციის შევსების ვადა მოვა. თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი გადადის სექტემბრის ბოლომდე. არსებითად, დრო არსებობს ხომ? - თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალურმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ? მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი. ზუსტად იციან, რომ არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ. ეს ყველაფერი ცხადია, თვითონ ხომ იციან საკუთარი რეიტინგი? ჩვენ რომ დაგვიფიქსირდა 61,5% ხომ ვიცით, რა გამოდის მათი რეიტინგი? მთელი ოპოზიციის რეიტინგი დაახლოებით 25% გამოდის. ამ ვითარებაში არავითარი იმედი არ აქვთ, რომ არჩევნებს მოიგებენ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ