რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე საავტმობილო მოძრაობა აღდგა - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან მომიტინგეები

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, საავტომობილო მოძრაობა ქაშვეთის ეკლესიამდე, ნაწილობრივ აღდგენილია. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები, მაინც დგანან გზის სავალ ნაწილზე.

ვითარება პერიოდულად იძაბება ჩიტაძის ქუჩაზე. საპოლიციო ძალები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და პარლამენტის ეზოში არიან განლაგებული. პარალელურად აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელთან სხვადასხვა სახის კონსტრუქციები აქვთ მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდა სპეციალურ საშუალებებს - წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს, მომიტინგეები მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეებმა შეკრება 1-ელ მაისს 17:00 საათიდან დაიწყეს. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს და პარლამენტის შენობა დატოვეს, სპეცრაზმმაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა და შენობასთან მდებარე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში გადაინაცვლა. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის ეზოდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტერიტორიიდან წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაახლოებით 22:11 საათიდან დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საშუალებების გამოყენება მართლწესრიგის აღდგენის მიზნებით ახსნა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 1-ელ მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე