ხატია დეკანოიძე - სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ - პროტესტი არ შეწყდება, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად

სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ - ეს პროტესტი არ შეწყდება, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შიში გამოავლინა.

„დღეს იყო დაგეგმილი სხდომა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, ვინაიდან საკითხი ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას, როდესაც გუშინ ოთხმოცდასამივე დეპუტატმა მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

ვფიქრობ, მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ მაშინ, როდესაც რიცხობრივად მეტი არიან. მინდა თითოეულ თქვენგან მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რომ გუშინ იყავით. უამრავი ადამიანი იყო დილამდე. ათასობით და ათი ათასობით ადამიანი ჩამოვიდა რეგიონიდან, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არ შეწყდება. მინდა, მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტთან არის პროტესტი და შევიკრიბოთ ყველა ერთად, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთი არ იყოს.დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე