თამაზ გიორგაძე - საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ძალიან კარგი პირობებია

საქართველო ფინტექ ეკოსისტემის განვითარების ფაზაშია, თუმცა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების წინაპირობები ძალიან კარგია. ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით მიდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის, - ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო ფინტექ კომპანია Raisin-ის დირექტორმა, თამაზ გიორგაძემ საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების და პოტენციალის შეფასებისას.

მისი თქმით, ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის სამი ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ადამიანური ტალანტი, კაპიტალი და შიდა ბაზარი.

“ეკოსისტემის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალია, ქართულ ბაზარზე კი ბევრი პროფესიონალია, ვინც იცის სექტორის გამოწვევები. კაპიტალის დარგში წინსვლა სახეზეა, მოზიდვა დაწყებულია, არსებობს საჯარო ფონდი, რომელიც ეხმარება კომპანიებს საწყისი დაფინანსების მოძიებაში. ყველაზე საყურადღებო შიდა ბაზარია, რადგან ის პატარაა და აქ შექმნილ კომპანიებს საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე უწევთ ფიქრი“, - აღნიშნა გიორგაძემ.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Raisin-ის დირექტორმა რეგიონალური თანამშრომლობის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ბაზრები ქვეყანას ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გასატანად დასჭირდება. გამოწვევებზე საუბრისას კი სექტორის სწრაფი ზრდის აუცილებლობა, საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება და მოკლე ვადებში ბევრი კომპანიის შექმნა დაასახელა.

კომპანია Raisin-ი 12 წელია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. Raisin-ი მსოფლიოში პირველი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებსა და ბანკებს ერთდროულად ემსახურება და მათ დეპოზიტების დარგში აკავშირებს.

Raisin-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა თამაზ გიორგაძემ, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება" მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა