ლევან დავითაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკასთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალის დირექტორი ლიონელ რაპაი, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ჩურა და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატება როგორც საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ისე კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოში საქმიანობიდან დაწყებიდან დღემდე ბანკის ინვესტიციამ საქართველოში 2 მლრდ ევროს გადააჭარბა, რაც შეეხება საჯარო პროექტების მხარდაჭერას, ბანკის კონტრიბუციამ 1,6 მლრდ ევრო შეადგინა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთ სულ მოსახლეზე დაფინანსების კუთხით. ყურადღება გამახვილდა ისეთი სექტორების დაფინანსებაზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ტელეკომუნიკაციები და სხვა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და რეგიონში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ არა მხოლოდ შეძლო მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში მას უფრო მაღალი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში ევროპის საინვესტიციო ბანკის შესაძლო მონაწილეობასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ პროექტის შესახებ სათანადო კვლევების დასრულების შემდეგ, ბანკი გეგმავს, განიხილოს პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, განხილულ იქნა საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში ევროპის საინვესტიციო ბანკის მეტად ჩართულობის საკითხი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ თანამშრომლობას როგორც ქვეყნის საჯარო ინფრასტრუქტურის, არამედ ადგილობრივი კერძო სექტორის ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე