თურქეთი ისრაელთან, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული ტრაგედიის მოტივით, ვაჭრობას აჩერებს

თურქეთმა ისრაელთან ყოველგვარი ვაჭრობა შეაჩერა და ამის მიზეზად მისი შეტევის გამო, ღაზის სექტორში გამწვავებული ჰუმანიტარული ტრაგედია დაასახელა.

თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაჭრობის შეჩერება მოიცავს ყველა პროდუქტს და ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში დახმარების "უწყვეტი და საკმარისი ნაკადის" გატარებას.

„თურქეთი მკაცრად და გადამწყვეტად განახორციელებს ამ ახალ ზომებს მანამ, სანამ ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ და საკმარის ნაკადს ღაზაში“, - აღნიშნულია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიქტატორის მსგავსად იქცევა. მისი მტკიცებით, ერდოღანი "უგულებელყოფს თურქი ხალხის და ბიზნესმენების ინტერესებსა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს".

ცნობისთვის, შარშან, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო