დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე - მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები - არ მისცეთ უფლება 500-კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის - საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ

მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500-კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის - საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ამის მაგალითები კი, უახლოესი წარსულიდან ნამდვილად გემახსოვრებათ, - წერს სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ისე, როგორც არასდროს, "მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაილახოს".

„სანამ ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრებს შეურაცხყოფებს მიაყენებთ და უკადრებლებს იკადრებთ

თქვენს ოფისშივე, "ნაცმოძრაობას" ჰკითხეთ, რატომ გააკეთა და აკეთებს რუსულ საქმეს:

რატომ ჩააბარეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს;

რატომ დაარქვეს სამაჩაბლოს, სამხრეთ ოსეთი და კოდორის ხეობას - ზემო აფხაზეთი;

რატომ დათმეს ჩვენი ისტორიული სოფლები უბრძოლველად;

რატომ მიატოვეს გმირი სამხედროები ბრძოლის ველზე და შემდეგ რატომ დააბრალეს მათ ომის დაწყება;

ომის შემდეგ, რატომ აგზავნიდნენ სენტიმენტალურ წერილებს კრემლში და რუსებს ვარდებით ეგებებოდნენ ლარსთან;

რატომ დაუჭირეს მხარი რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში;

თითი თითზე რატომ არ დაადეს სასამართლოს რეფორმისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის;

რატომ გააქციეს ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საზღვარგარეთ და ვინც ვერ გაასწრო, რატომ დაიჭირეს და დახოცეს;

რატომ აწამებდნენ პატიმრებს ციხეებში;

რატომ ართმევდნენ ადამიანებს ბიზნესს და ქონებას;

რატომ ამკვიდრებდნენ საქართველოში სრულ ტერორს.

დღეს კი, ჩვენს სამშობლოში, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ისე, როგორც არასდროს. უფრო მეტადაც კი, ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყანაში.

მიუხედავად ამისა, არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახოთ. პირად შეურაცხყოფებს არ გაგიტარებთ და ყოველ ჯერზე, მიიღებთ შესაბამის პასუხს!

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ და შეიძლება ეს ყველაფერი არ ახსოვდეთ. მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები.

არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის - საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ამის მაგალითები კი, უახლოესი წარსულიდან ნამდვილად გემახსოვრებათ.

საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გააკეთა!“ - წერს ჩაკვეტაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია