აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 მაისს ყაზახეთში გაიმართება

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 10 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ განაცხადა.

ამასთან, სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე განიხილება ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთუუს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებების საკითხი.

დღის წესრიგში ასევე მოიცავს მხარეთა ვალდებულებების დადასტურების და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო გზების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია