გიორგი გახარია - გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ  ტრაგედია დატრიალებულა

გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე დაკავებებს და სატელეფონო მუქარებს ეხმაურება.

როგორც გახარია წერს, ადამიანებზე განხორციელებული სატელეფონო ზარები ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.

“ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.

მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით.

გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!“,- წერს გახარია „ფეისბუქ“ პოსტში, სადაც მონიშნული ჰყავს:

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გრიგოლ ლილუაშვილი; საქართველოს პროკურატურა, ირაკლი შოთაძე; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ანზორ ჩუბინიძე; „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი, კახა კალაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ