გიგა ბოკერია - საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ

საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი, საქართველოს თავისუფლებისთვისა და მომავლისთვის ბრძოლა ქვემოდან ზემოთ წამოსული პროცესია, რომელიც აქტივისტებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და ახალგაზრდებს მიჰყავთ.

„ამ ჯგუფებმა გამოაცხადეს 11 მაისი, 19:00 საათი დიდი შეკრების დღედ რუსთაველზე და ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ვალია, რომ ამ მოწოდებას გავყვეთ და მონაწილეობა მივიღოთ.

რაც მთავარია, საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიყოთ მზად განგრძობადი მზარდი პროტესტისთვის. ამ პროტესტმა უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი ისე, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა