დავით მათიკაშვილი - ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა ისევე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, როგორც „ენა, მამული და სარწმუნოება“

ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოა და აქ, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტული. მას იცავს ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია და შემდეგ უამრავი კანონი თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ყველა ადამიანის უფლებების დაცვაზეა პირდაპირ ორიენტირებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა რუსთავში, კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მოქმედებს, რომელიც უმცირესობების უფლებების დაცვას ეხება.

„თუმცა, თუკი უმცირესობების უფლებებია დაცული, მათი ცხოვრების წესის მიუხედავად, უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს დაცული და გარანტირებული. ქვეყანამ და მისმა საზოგადოებამ მთელი მსოფლიოს გასაგონად ერთხელ და სამუდამოდ ხაზგასმით უნდა დააფიქსიროს, რომ ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა ისევე პრიორიტეტულია, როგორც ქართველებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა - „ენა, მამული და სარწმუნოება“. ისტორიის განმავლობაში ქართველებს მუდამ უხდებოდა საკუთარი ინტერესების, ტერიტორიის დაცვა, ეროვნული ღირსებების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ ენას გაქრობის საფრთხე ედგა და ამ გამოწვევას ილია ჭავჭავაძემ და გამოჩენილმა ქართველებმა ადეკვატური პასუხი გასცეს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, არის ისეთი გამოწვევები არსებობს, რომელსაც გონივრული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.

როგორც მათიკაშვილი აცხადებს, ამ ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლაში საქართველო მარტო არ არის.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც მისი ქვეყნის და ზოგადად, მსოფლიოს წინაშე დგას, თქვა, რომ ქალი - ქალია, კაცი - კაცი და ამას წყალი არ გაუვა! ჩვენ ასევე მოვისმინეთ რომის პაპის სიტყვები, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ზღვრის დარღვევა არის ის უბედურება, რომელიც ჩვენ წინაშე დღეს დგას. საზოგადოებამ გაიაზრა პრობლემა, რომელიც ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდას ეხება. ხაზს ვუსვამ - პროპაგანდას და არა ვინმეს უფლებების დარღვევას და ვინმეს ჩაგვრას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ