მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი მოვიდა მოსაკლავად, დასაპყრობად და გასანადგურებლად - ხარკოვის რეგიონი უპირობო დასტურია უდავო ფაქტისა, რომ იქამდე სანამ რუსეთის ფედერაცია არ დამარცხდება, საფრთხე სწრაფად გაიზრდება

რუსეთი მოვიდა მოსაკლავად, დასაპყრობად და გასანადგურებლად - ხარკოვის რეგიონი დღეს არის პირდაპირი და უპირობო დასტური უდავო ფაქტისა, რომ იქამდე სანამ რუსეთის ფედერაცია არ დამარცხდება, საფრთხე სწრაფად გაიზრდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი გამუდმებით ზრდის მის დესტრუქციულ ექსპანსიასა და ესკალაციას და ის აკეთებს ამას მაქსიმალურად დემონსტრაციულად. „ხარკოვის რეგიონი დღეს - ეს არის პირდაპირი და უპირობო დასტური უდავო ფაქტისა, რომ იქამდე სანამ რუსეთის ფედერაცია არ დამარცხდება, საფრთხე სწრაფად გაიზრდება. რუსეთს არ სურს მშვიდობა, არამედ სურს ომი, შიში, მორჩილება და დაუსრულებელი მილიტარიზაცია. სწორედ ამიტომ მიღებულ უნდა იქნას ერთი მარტივი ფორმულა - რუსეთის ფედერაცია უნდა დამარცხდეს და ამის მისაღწევად აუცილებელია ეკონომიკის გამკაცრება- რეალური სანქციები და სამხედრო ინვესტიციები. სავალდებულოა უკრაინის აღჭურვა საკმარისი სამხედრო აღჭურვილობით აქ და ახლა და რუსეთის ფედერაციასთან ლაპარაკის პოლიტიკასთან მიუბრუნებლობა შიშის გამო“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!