რაფაჰი, ისრაელის მოსალოდნელი შეტევის წინ, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი რაფაჰი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ევაკუაცია გამოაცხადა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბევრ მათგანს, ვინც რაფაჰს ტოვებს, ეუბნებიან, გადავიდნენ ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე გადატვირთულია იძულებით გადაადგილებული ადამიანებით და მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქი, მინიმუმ, 300 000-მა ადამიანმა დატოვა. გაერო-ს და ჰუმანიტარული ჯგუფების შეფასებით, რაფაჰში 1.2-1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, სანამ ისრაელი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ოპერაციას დაიწყებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ისრაელმა აღმოსავლეთ და დასავლეთ რაფაჰში საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა. ქუვეითის საავადმყოფოს ოფიციალური პირების თქმით, სადაც ცხედრები მიასვენეს, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!