ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები - ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას

ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას - არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხალიბეგ მაგამედოვმა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის საერთო სახელით განაცხადა.

სტუდენტებმა ლექტორებს, რომლებსაც პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, და აკადემიურ პერსონალს მოუწოდეს, რომ მათ შეუერთდნენ და გაფიცვა დაიწყონ.

ამასთან, მათ შეერთებისკენ მოუწოდეს სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გაგაცნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება.

დღეს მმართველი პარტია ცდილობს, მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი „რუსული კანონი“ და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და მათი ზონდერ ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, დაშინება, რუსული ხელწერა ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს. იმ საქართველოში, სადაც რუსული გავლენა გაძლიერებულია, ფასს კარგავს ყველაფერი, მათ შორის - განათლებაც. ახლა გაჩუმება ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან მონაწილეობას გულისხმობს.

შესაბამისად, ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას - არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში.

მადლობას ვუცხადებთ ლექტორებს, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. სხვებს კი, მათ შორის აკადემიურ პერსონალს მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ და დაიწყონ გაფიცვა.

მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს - შემოგვიერთდით.

მივმართავთ ხელისუფლებას - სასწრაფოდ შეწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ღალატი და დაუბრუნდით კონსტიტუციის ფარგლებს.

ილიას გზით ევროპისკენ, არა რუსულ რეჟიმს!, - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე