ხატია დეკანოიძე - ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგი იყო - საქართველოს დეკემბერში მოლაპარაკებები არ გაეხსნება იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა

ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგი იყო - საქართველოს დეკემბერში მოლაპარაკებები არ გაეხსნება იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა არ იქნება“.

„ეს იყო ძალიან მყარად, ძალიან ხისტად და კონკრეტულად გაკეთებული გზავნილი, რომელსაც ალბათ, საჯაროდაც გააჟღერებენ. ჩვენი მხრიდან შეთავაზებაც და მოსაზრებაც იყო და მეც ამ მოსაზრებაზე ვარ დიდი ხანია, ყველა ის ადამიანი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს და ხმას რუსულ კანონმდებლობას აძლევს, ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვადასხვა მიმართულებით მათი მგზავრობა, გადაადგილება სანქცირებული და შეზღუდული უნდა იყოს, რასაც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც ეთანხმება.

მესამე გზავნილი იყო ის, რომ ოპოზიცია ამ კანონმდებლობის არანაირ მოდიფიკაციას არ განვიხილავთ. ეს „რუსული კანონი“ ჩაგდებული, ანუ გაწვეული უნდა იყოს, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ეთანხმებიან. პრინციპში, საქართველოს პრეზიდენტის ის განცხადება ძალიან დროული იყო.

მეოთხე გზავნილი იყო, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში მოყვანილი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, თუნდაც, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებაზე, არ სჭირდება რაღაც კონკრეტულად დიდი კონსენსუსი. მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება მოხდეს ევროკომისიის და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ამიტომ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საზიანო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია აკეთებს, როგორც ევროინტეგრაციის საბოტაჟი და, რა თქმა უნდა, როგორც რუსული გავლენების გაძლიერება, ისე განიხილება“, - აცხადებს დეკანოიძე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის