ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი განმარტავს, რა განსხვავებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში დარეგისტრირებულ კანონპროექტსა და იმ პროექტს შორის, რომელიც ევროკავშირში განიხილება

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი განმარტავს, თუ რა განსხვავებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში დარეგისტრირებულ კანონპროექტსა და იმ კანონპროექტს შორის, რომელიც ევროკავშირში განიხილება.

როგორც ექსპერტი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ევროკავშირში კანონის სამიზნედ განსაზღვრული არიან შუამავლები, როლებიც მოქმედებენ ავტოკრატიული, არადემოკრატიული მესამე ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით - ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის და არ არის მიმართული ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ.

„უცხოური აგენტების“ კანონი, იმ ფორმით, როგორც ის არის წარმოდგენილი, ცალსახად ნაკლოვანია ბევრი მიმართულებით, პირველ რიგში, ის ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზებას, მარტივად, უცხოური ფონდის მიღების ბაზაზე. თუ ამას შეადარებთ ევროპულ კანონმდებლობას - ევროკავშირში შეთავაზებულ კანონმდებლობას, თუ ეროვნულ კანონებს საფრანგეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში, საკვანძო განსხვავება არის ის, რომ ამ ევროპული კანონების სამიზნე არის არადემოკრატიული ქვეყნები და არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები. კანონის სამიზნედ განსაზღვრული არიან შუამავლები, როლებიც მოქმედებენ ავტოკრატიული, არადემოკრატიული მესამე ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით - ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის, როგორც ეს აღნიშნულია საფრანგეთის შემთხვევაში. ეს არის პირველი ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც აღქმული უნდა იქნას.

მეორე განსხვავება ის არის, რომ ევროპულ კონტექსტში, ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტია „უცხოური აგენტის“ კანონს წარადგენს პარლამენტში, არის ძალიან მაღალი დაცვა მართლმსაჯულების თვალსაზრისთ, იმისთვის, რათა აღკვეთოს ნებისმიერი სახის გადაჭარბება ხელისუფლების მხარეს. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუციები, რომლებიც ატარებენ გამოძიებას და დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ეძებს შესაბამისობას ადამიანის უფლებების უმაღლეს ნორმებსა და ფუნდამენტური თავისუფლების სტანდარტებთან, რაც მოქმედებს ევროკავშირში. ამ თვალსაზრისითაც, ქართული „უცხოური აგენტების“ კანონი ნაკლოვანია. შესაბამისად, გასაოცარი არ არის, რომ ევროკავშირი და მისი სხვადასხვა ლიდერი, დიპლომატები, მის წინააღმდეგ გამოდიან“,- განაცხადა ბლოკმანსმა.

მისივე შეფასებით, გაუგებარია, რატომ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურდეს, კანონი გაავრცელოს დაფინანსებაზე, რომელიც ევროკავშირიდან მოდის, რომელსაც, თავადვე ამბობს, რომ სურს შეუერთდეს.

„კანდიდატი ქვეყნისგან საკმაოდ უცნაურია იმ დაფინანსების მიზანში ამოღება, რომელიც მოდის ორგანიზაციებიდან, რომელთაც სურთ,თქვენს ქვეყანას შეუერთდეს. რატომ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდოდეს კანონი გაავრცელოს დაფინანსებაზე, რომელიც მოდის ევროკავშირიდან, რომელსაც, თავადვე ამბობს, რომ სურს შეუერთდეს. უკვე აღვნიშნე, რომ არც ერთი ევროპული კანონმდებლობა არ არის მიმართული თავად ევროკავშირისკენ, არამედ ეხება არადემოკრატიულ და ავტოკრატიულ სახელმწიფოებს, რაც არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმ ფილოსოფიის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და ბევრი სხვა სპიკერი ავითარებს უკანასკნელი კვირების განმავლობაში“,- განაცხადა ბლოკმანსმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო