ლევან ხაბეიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში საქმიანობას წყვეტს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა

ქალაქებსა და რაიონებში. დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებით. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გადის თითოეული ქართველის მხარზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.

„ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, ერთადერთი ვეტოს რეჟიმში ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ და ასევე, მნიშვნელოვანია გაცნობოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება - 500-მდე საკრებულოს წევრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში წყვეტს მუშაობას საკრებულოებში და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებით. უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ასევე, მინდა გითხრათ და გადმოგცეთ მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებიც ცხადია იქნებიან საქართველოს მოქალაქეების გვერდით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება